ულტრატომია ანუ ულტრამიკროტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ულტრატომია ანუ ულტრამიკროტომია – (ultratomia seu ultramicrotomia ლათ. ultra – ზე, ბერძნ. micros – მცირე და tome – გაკვეთა) ულტრატომების, ანუ ულტრამიკროტომების მეშვეობით მეტად თხელი ანათლების მიღების ხერხების ერთობლიობა. თანა­მედროვე ულტრამიკროტომების საშუალებით შესაძლებელია 100 Ao სისქის უჯრედებისა და ქსოვილების ანათლების მიღება, რომლებიც საჭიროა ელექტრონული მიკროსკოპიისათვის. ულტრატომირებისთვის ობიექტების ჩამოყალიბება მიმდინარეობს სხვადასხვა არეში (არალ­დიტი, ვესტოპალი, ეპონი, მეტაკრილატი და სხვ.). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook