ურემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ურემია – ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული თვითმოწამვლის კლინიკური სინდრომი, რომელიც თირკმელების უკმარისობითაა განპირობებული: სისხლში ხდება ცილოვანი ცვლის საბოლოო და შუალედური ტოქსიკური პროდუქტების დაგროვება, მჟავა – ტუტოვანი და ოსმოსური წნევის წონასწორობის დარღვევები. ვლინდება მოდუნებით, სისუსტით, მძინარობით, გონების დაბინდვით, თავის ტკივილით, მხედველობის დარღვევით, პირის სიმშრალით, წყურვილით, ფაღარათით, კანის ქავილით, ღრძილებიდან სისხლდენით და სხვ. დაავადების ბოლო სტადიებზე სახის კანზე აღინიშნება თეთრი ფხვნილის თხელი, თეთრი შრე, გულზე მოისმინება პერიკარდის ხახუნი. კონსერვატული მკურნალობა: სითხის ადექვატური მიღება, დიეტა სუფრის მარილის გარეშე, ცილის შეზღუდვით. ოლიგურიისა და ანურიის დროს – შარდმდენები, ჰიპოტენზური თერაპია, ასევე ტარდება ანემიის კორექცია. ინფექციური გართულებების მკურნალობა – ანტიბიოტიკებით. ჩვენების მიხედვით ტარდება ჰემოდიალიზი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა