უჯრედების დედიფერენცირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედების დედიფერენცირება – (dedifferentiatio cellularum ლათ.de – უკან მოძრაობა და იხ.დიფერენცირება) უჯრედების სტრუქ­ტურის გამარტივება, რომელიც დაკავშირებულია მათი სპეციალიზა­ციის თვისებების დროებით დაკარგვასთან. ასეთი მდგომარეობა იქმნება უჯრედზე ძლიერი გამღიზიანებლების მოქმედებით, რაც აღინიშნება მე­ქანიკური, თერმული, ქიმიური ან სხვა სხივური დაზიანების, უჯრედების in vitro კულტივირების, მათი სიმსივნური გარდაქმნის დროს და ა.შ. სპეციალიზებული სტრუქტურების დაკარგვის მიუხედავად, არადიფე­რენ­ცირებული უჯრედები ამ დროს არ კარგავენ თავიანთ დეტერმინა­ციას და ხელსაყრელ პირობებში პროგრესული განვითარების უნარს ამჟღავნებენ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook