უჯრედების ევოლუცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედების ევოლუცია – (evolutio cellularum ლათ.evolutio – გაშლა) –  უჯრედების სტრუქტურებისა და ფუნქციის ცვლილებები ცხო­ველთა და მცენარეთა ორგანიზმების ფილოგენეტიკური განვითა­რების დროს. ამ პროცესის დაწყებით უჯრედულ პერიოდამდე ყალიბ­დება უჯრედული ორგანიზაცია, რომელიც შემდგომში სრულყოფილი ხდება ერთუჯრედოვანი და მრავალუჯრედოვანი ორგანიზმების შემადგენლო­ბაში უჯრედების განვითარების დროს. უჯრედის აგებულების ევოლუ­ციის გაგებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს შრომებს ქსოვი­ლოვანი ევოლუციის შესახებ (ა.ა.ზავარზინი, ნ.გ.ხლოპინი და მათი სკო­ლები). მიუ­ხედავად ამისა, უჯრედების ევოლუციურ გარდაქმნათა სპეცი­ფიკური კანონზომიერებანი ჯერ – ჯერობით არასაკმარისადაა შესწავლილი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook