უჯრედის აპოლარულობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედის აპოლარულობა – (ბერძნ.a – უარყოფა და polaris – პოლარული) – უჯრედის სტრუქტურაში პოლარულობის არარსებობა, ე.ი. უჯრედის საპირისპირო მხარეების, ანდა ნაწილების აგებულების გა­ნუსხვავებლობა. აპოლარულობა ახასიათებს შიგა გარემოს ქსოვილების უჯრედებს, რაც დაკავშირებულია უჯრედის ზედაპირის ყველა წერ­ტი­ლისთვის პირობების ერთტიპიანობასთან (უჯრედშორისი ნივთიერება). პათოლოგიის პირობებში შესაძლებელია ჩვეულებრივ ჰეტეროპოლა­რული ეპითელური უჯრედების მეორეული აპოლარულობა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook