უჯრედის ბირთვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედის ბირთვი – (nucleus cellulae სინ.caryon) – უჯრედის ძირითადი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს მათ რეპროდუქ­ციას,­ გენეტიკურ დეტერმინაციას და ცილის სინთეზის რეგულაციას. უჯრედის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომლის მოქმედებასთანაა და­კავშირებული გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა. გარეგნულად ბირ­თვი უფრო ხშირად მომრგვალო სხეულია, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემოკრულია ციტოპლაზმით. იგი შედგება ბირთვის გარსის ანუ მემ­ბ­რანის – კარიოლემის (სფკნწდუქქფ), ქრომატინის, ბირთვაკისა (ან ბირთ­ვაკების) და კარიოლიმფისაგან (caryoplasma – nucleoplasma). მიუხედა­ვად იმისა, რომ უჯრედის ბირთვის შესწავლას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს (პირველად ის აღმოაჩინა 1831 წელს ბროუნმა), ბირთვის სტრუქტურის ზოგიერთი საკითხი არასაკმაოდაა გამოკვლეული. ქრო­მოსომათა უწყვეტობის თეორიის მომხრე მკვლე­ვართა აზრით, უჯრედთა ბირთვების შემადგენლობაში ყოველთვის არის ქრომოსომები, რომლე­ბიც გადიან სპირალიზაციისა (მიტოზის დროს) და დესპირალიზაციის (მიტოზშუა პერიოდში) ციკლს. ამასთან დაკავ­შირებით, ბელარი ბირთვს განსაზღვრავს, როგორც „ციტოპლაზმით გარშემოკრულ წარმო­ნაქმნს, რომლისგანაც გაყოფის დროს ქრომო­სომები წარმოიქმნება“. ქრომოსომების უწყვეტი თეორიის გარდა, ლიტერატურაში არის მასა­ლები, რომლებითაც დასაბუთებულია ქრო­მოსომების შესაძლებელი ახლადწარმოქმნა ქრომატინისაგან ყოველი ახალი უჯრედული გაყოფის დროს. უჯრედის ბირთვები არასდროს არ წარმოიქმნება ახლად; ისინი წარმოიქმნებიან თანამიმდევრობით წინათ არსებული ბირთვების გა­ყოფის (მიტოზური ან ამიტოზური) გზით. დაწვრილებით ბირთვის შემად­გენელი ნაწილების სტრუქტურაზე იხ.შესაბამისი ტერმინები. . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook