უჯრედის ონტოგენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედის ონტოგენია – (ontogenesis cellulae ბერძნ.on, ontos – არსება, ინდივიდი და genesis – განვითარება) – უჯრედის განვითარება ერთი მიტოზური გაყოფიდან მეორემდე პერიოდში. მიტოზის დროს უჯრედი საგრძნობლად კარგავს წინა დიფერენცირების ნიშნებს, თითქოსდა „ემბრიონულ“ მდგომარეობაში გადადიოდეს, რის შემდეგაც იწყება უჯრედის ონტოგენიის ახალი ეტაპი. მოძღვრება უჯრედის ონტოგენიის შესახებ შეიმუშავა (1934) ბ.პ.ტოკინმა. იხ.სომატური ციტოგენეზი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..