უჯრედის ორგანოიდები

უჯრედის ორგანოიდები – (organoida cellulae ბერძნ.organon – ორგანო და eidos – მსგავსი) – ციტოპლაზმის დიფერენცირებული უბნები, რომლებიც მუდმივადაა ყველა უჯრედში და რომლებსაც ახასიათებს გარკვეული აგებულება და ფუნქციები. ისინი უჯრედის თავისებური „ორგანოებია“. ზოგადი მნიშვნელობის ორგანოიდებია: 1. ენდოპლაზმური ბადე და ერგასტოპლაზმა, რომლებიც ცილების სინთეზს უზრუნველყოფს; 2. მიტოქონდრიები – უჯრედის სუნთქვის ცენტრები და ენერგიის აკუმულატორები; 3. გოლჯის კომპლექსი (ფირფიტოვანი კომპლექსი) – უჯრედშიგა ბადისებრი აპარატი, რომელშიც კონცენტრირდება სეკრეციული ჩანართები და მეტაბოლიზმის პროდუქტები და 4. უჯრედის ცენტრი, რომელიც განაპირობებს ქრომოსომების გადაადგილებას მიტოზის დროს და სხვ. ზოგადი ტიპის ამ ორგანოიდების გარდა, ზოგიერთ უჯრედში არის სპეციალური ორგანოიდები (მაგალითად, ტონო – , მიო – და ნეირო­ფიბრილები და სხვ.), რომლებსაც ეწოდებათ აგრეთვე მეტაპლაზმური წარმონაქმნები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

 

Share this...Share on Facebook
Facebook