უჯრედის ფენოტიპი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედის ფენოტიპი – (phaenotypus cellulae ბერძნ.phaino – ვუჩვენებ და typos – სახე, ანაბეჭდი) უჯრედის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმ­ნებიან გარემოს ამა თუ იმ პირობებში უჯრედის განვითარების პროცესში. ამ ცვლილებების განვითარების დროს ხდება უჯრედის მემკვიდრეობის რეალიზაცია, აგრეთვე იგრძნობა უჯრედზე გარემოს პირობების ზეგავლენა. უჯრედების ფენოტიპი შეიძლება იყოს სხვადასხვა, რაც ვლინდება მათი სხვადასხვა დიფერენცირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს მათ შეიძლება ერთნაირი გენოტიპები ჰქონდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ გენოტიპის ზოგიერთი მემკვიდრეობითი მონაცემი მოცემულ პირობებში არ ავლენს თავის მოქმედებას. სავარაუდოა, რომ ეს იწვევს ფენოტიპური ქსოვილების სხვადასხვა გამოვლინებას უჯრედული დიფერენცირების პროცესში. ზოგ მკვლევარს მიაჩნია, რომ ფენოტიპის ყველა ცვლილება აუცილებლად დაკავშირებულია გენოტიპის ღრმა ცვლილებებთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook