უჯრედის ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედის ცენტრი – (centrum cellulae იხ.სინ.ცენტროსომა) უჯრედის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოიდი – მისი კინეტიკური ცენტრი. იგი შედგება ერთი ან ორი თვითრედუპლიცირებადი წარმონაქმნის, ე.წ.ცენტრიოლისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ცენტროდესმოზით და გარშემო შემორტყმულია ნათელი ციტოპლაზმით (ცენტროსფეროთი). თუ ცენტროსფეროში რადიალურად მიმართული ციტოპლაზმური ძაფებია, მას ასტროსფეროს უწოდებენ. ზოგჯერ ყველა აღნიშნულ ტერმინს: „უჯრედის ცენტრი“, „ცენტროსომა“, „ცენტროსფერო“, „ასტროსფერო“, „ცენტრიოლები“ – ხმარობენ, როგორც სინონიმებს, რაც სავსებით სწორი არ არის, ვინაიდან ისინი რამდენადმე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავისი მნიშვნელობით. დაწვრილებით უჯრედის ცენტრის შემადგენელი ნაწილების ფაქიზი აგებულების შესახებ ნათქვამია შემდეგი ტერმინების აღწერის დროს: ცენტრიოლი, ცენტროსფერო, ასტროსფერო, ცენტროდესმოზა . უჯრედული ცენტრი მდებარეობს ინტერფაზულ უჯრედებში უფრო ხშირად ცეტრალურ ნაწილში ბირთვთან ახლოს. ის აქტიურად მონაწილეობს მიტოზურ გაყოფაში, შედის რა აქრომატული (გამყოფი) აპარატის შემადგენლობაში და განსაზღვრავს გასაყოფი უჯრედის პოლუსებს. პირველად უჯრედის ცენტრი აღწერა ვან ბენედენმა (1876). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook