უჯრედული კლონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედული კლონი – (clon cellulare ბერძნ.clon – შთამომავალი) –  უჯრედების სუფთა ხაზი, რომელიც წარმოიქმნა ერთი საწყისი შთა­მომავლობის დამწყები უჯრედის თანდათანობითი გამრავლების შედე­გად. უჯრედულ კლონებს იღებენ იზოლირებულ უჯრედულ კულტუ­რებში. კლონებს უწოდებენ აგრეთვე ქსოვილის შემადგენლობაში მონათესავე უჯრედთა ჯგუფებს (უჯრედული გენერაციები და პოპულა­ციები, მონოციტოგენეზი). უჯრედული გენერაცია (ლათ.generatio – თაობა) – ერთი შთამომავლობის დამწყები უჯრედის თანმიმდევრული გამრავლების შედეგად წარმოქმნილი უჯრედთა ჯგუფი. უჯრედული პოპულაცია (ლათ.populatio – მოსახლეობა) – მსგავსი წარმოშობის ერთ­გვაროვანი უჯრედების ერთობლიობა. იხ.უჯრედული გენერაცია, მონოციტოგენეზი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook