ფაგოციტელის თეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფაგოციტელის თეორია – (ბერძნ.phago  –  ვშთანთქავ, cytos  –  უჯრედი) მრავალუჯრედოვანი ცხოველების წარმოშობის თეორია, რომელიც შეიმუშავა ი.ი.მეჩნიკოვმა (1879). ამ თეორიის თანახმად, მრავალუჯრედოვანი ცხოველების წინაპარი იყო ჰიპოთეზური ფორმა „ფაგოციტელა, რომელიც სფეროსებრი მკვრივი კოლონიური ორგა­ნიზმია. ამ ორგანიზმის გარეთა  უჯრედები უზრუნველყოფდა მთელი კოლონიის გადაადგილებას, შიგა  უჯრედები კი ასრულებდა საჭმლის მომნელებელ ფუნქციას, რაც ხორციელდებოდა ფაგოციტოზის გზით. ზოგიერთი ცხოველის ემბრიოგენეზში არის მკვრივი სფეროს სტადია, რომელსაც განიხილავენ, როგორც ფაგოციტელას ფილოგენე­ტიკური სტადიის ანარეკლს. ფაგოციტელას სინონიმია „პარენქიმელა“, რომელიც ასევე ი.ი.მეჩნიკოვმა შემოიღო. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook