ფავიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფავიზმი – (favismus; ლათ. Faba ცერცვი) მემკვიდრეობითი ჰემოლიზური ანემიის ერთ – ერთი ფორმა, რომელიც ვითარდება პირებში ფერმენტ გლუკოზო – 6 – ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობით, რაც უკავშირდება საკვებში კონსკიხ ბობოვ გამოყენებას ან მისი ყვავილის მტვრის შესუნთქვას. დაავადება ხშირია გაზაფხულის თვეებში, მარცვლოვნების ყავვილობის პერიოდში. კლინიკური ნიშნების გამოხატულება სხვადასხვაგვარია – ჰემოლიზის სუსტად გამოხატული სიმპტომებიდან, უმძიმესი ჰემოლიზური კრიზის სურათამდე. ჩვეულებრივ დაავადების საწყისი სიმპტომები წარმოიქმნება კონსკი ბობოვის მიღებიდან პირველივე საათებში, ხოლო ყვავილის მტვრის შესუნთქვისას დაავადების სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს რამდენიმე წუთში. განასხვავებენ მძიმე, საშუალო სიმძიმისა და მსუბუქ ფორმებს. მძიმე ფორმა მიმდინარეობს  მწვავე სისხლძარღვშიგა ჰემოლიზით, სიყვითლით და ჰემოგლობინურიით. საშუალო სიმძიმის ფორმის დროს აღინიშნება ჰემოლიზური სიყვითლე, ზომიერი ანემიითა და ჰემოგლობინემიით. მსუბუქი ფორმის დროს კლინიკური სურათი ხასიათდება საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ნიშნებით, შესაძლოა აღინიშნოს სკლერების და ლორწოვანი გარსების ხანმოკლე სიყვითლე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook