ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული – (folliculus \glandulae thyroideae\)  სხვადასხვა ზომის, ღრუს შემცველი სფეროსებრი დახშული წარმონაქმნი, რომლის კედელს ერთშრიანი კუბური ეპითელიუმი ქმნის. ფოლიკულის ამომფენ ეპითელურ უჯრედებს თიროციტები (thyrocyti) ეწოდებათ. ფოლიკულის ღრუში გროვდება სეკრეციის პროდუქტი  –  კოლოიდი (colloidum). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook