ფელგენის რეაქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფელგენის რეაქცია – ციტოქიმიაში ფართოდ გამოყენებული რეაქცია დნმ – ის გამოსავლენად. დამყარებულია შიფის რეაქტივში შემავალი ფუქსინ – გოგირდმჟავას უნარზე, გახდეს მოწითალო – იისფერი შეფერილობის ალდეჰიდის ჯგუფებთან შეერთების დროს. ეს ჯგუფები თავისუფლდება დნმ – ის მოლეკულებში მსუბუქი ტემპერატურული და მჟავა ჰიდროლიზის შედეგად. უჯრედის კომპონენტებს, რომლებიც იძლევიან ფელგენის დადებით რეაქციას, უწოდებენ ფელგენოპოზიტიურ ნივთიერებას. აღნიშნული რეაქცია დნმ – სათვის სპეციფიკურია. ის შეიმუშავა ფელგენმა 1923 – 1924 წლებში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook