ფელინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფელინოზი – (ლათ. Felinus კატის + osis; სინ.: კეთილთვისებიანი ლიმფორეტიკულოზი, კატის ნაკაწრის დაავადება)ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევი ადამიანის ორგანიზმში აღწევს კატის ნაკაწრით ან ნაკბენით დაზიანებული კანიდან; დაავადება ხასიათდება ტემპერატურის მომატებით, რეგიონალური ლიმფადენიტით და ინფექციის შეჭრის ადგილზე პირველადი აფექტის წარმოქმნით. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2 – 3 კვირა; დაავადება იწყება ტემპერატურის მომატებით 38 – 390 – მდე, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღიდან 2 კვირამდე. აღინიშნება თავის და კუნთების  ტკივილი, ზოგჯერ ნაწლავის ფუნქციის დარღვევები, კანზე გამონაყარი. ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია რეგიონალური ლიმფადენიტი; კვანძები გადიდებული, მკვრივი, ნაკლებმოძრავი და მტკივნეულია. სპონტანური გახსნისას ან პუნქციის დროს დაჩირქებული კვანძიდან გადმოედინება ყვითელი ჩირქი. რამდენიმე კვირის შემდეგ ხდება ნელი შეხორცება, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს 3 თვის მანძილზე და მეტხანს. შესაძლოა რეციდივები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook