ფერტილიზინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფერტილიზინი – (fertilysinum ლათ. fertilis  –  ნაყოფიერი, ბერძნ. lysis  –  გახსნა)   მუკოპოლისაქარიდების ტიპის სპეციფიკური ნივთიერებანი, რომლებიც გამომუშავდებიან კვერცხუჯრედში და აქვთ უნარი, გაააქტიურონ სპერმატოზოიდების მოძრაობა. ფერტი­ლიზინს მიაკუთვნებენ გამონების ჯგუფს და უწოდებენ აგრეთვე გინოგამონს. ტერმინი „ფერტილიზინი“ შემოიღო ლილიმ (1919). გა­მონები (ბერძნ. gamos  –  შეუღლება)  –  კვერცხუჯრედისა და სპერ­მატოზოიდების მიერ სინთეზირებული ნივთიერებებია, რომლებიც განაყოფიერების პროცესში ურთიერთქმედებენ „ანტიგენ – ანტი­სხეულის“ ტიპით. არჩევენ გინოგამონს  –  ფერტილიზინს და ანდრო­გამონს  –  ანტიფერტილიზინს. ტერმინი „გამონები“ „ჰორმონების“ ანალოგიით შემოიღო გერტმანმა 1940 წელს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook