ფიბრილაცია გულის პარკუჭების

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფიბრილაცია გულის პარკუჭების – – გულის პარკუჭების ცალკეული კუნთოვანი ბოჭკოების პათოლოგიური შეკუმშვა, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს მათ ეფექტურ მუშაობას. ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ  გულის პარკუჭების ფიბრილაციის განვითარებას არის ჰიპოქსია, მიოკარდის იშემია, ინტოქსიკაცია, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, გულის ელექტრული და მექანიკური გაღიზიანება, ნერვულ – ფსიქიკური აგზნება და სხვ. კლინიკური სურათი ხასიათდება გონების დაკარგვით, პულსის არარსებობით პერიფერიულ და ცენტრალურ არტერიებზე, გუგების მაქსიმალური გაფართოებით, აგონიური ტიპის სუნთქვის გაჩენით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook