ფიბროზულ – კუნთოვანი დისპლაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფიბროზულ – კუნთოვანი დისპლაზია – არტერიების არაათეროსკლეროზული, არაანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ელასტიკური ქსოვილის დეგენერაციით, ფიბროზული ან გლუვკუნთოვანი ქსოვილის ზრდით, სისხლძარღვთა სეგმენტური შევიწროებით და ამა თუ იმ ორგანოს იშემიით. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება ღვიძლის არტერიები, რაც იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას. ავადმყოფთა ნაწილს უვითარდებათ ქალაშიდა ანევრიზმები, რომელთა გასკდომაც იწვევს სუბარაქნოიდულ  სისხლჩაქცევას. თავის ტვინის ან სხვა ორგაოების იშემიის ნიშნების გაჩენისას ნაჩვენებია  ქირურგიული ჩარევა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..