ფიბრომიომა

ფიბრომიომა – საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე; ვითარდება საშვილოსნოს კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებიდან. თავდაპირველად ფიბრომიომა შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. ტკივილი, სისხლდენა და სხვა ნიშნები ვლინდება მაშინ, როცა სიმსივნე უკვე დიდი ზომისაა. ასეთ დროს მატულობს გართულებების რისკიც – ძლიერი სისხლდენა, მომიჯნავე ორგანოების ფუნქციის მოშლა, ხოლო ორსულობისას კი –  აბორტისა და ნაადრევი მშობიარობის საშიშროება.


ფიბრომიომის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

ომეგა-3


მიზეზები

ფიბრომიომის განვითარების რისკ-ფაქტორებია:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • პრედმენოპაუზა
  • ნაადრევი სქესობრივი მომწიფება
  • სიმსუქნე
  • ენდოკრინული დაავადებები
  • სარძევე ჯირკვლების პათოლოგიები
  • მშობიარობის არარსებობა ანამნეზში
  • ორსულობის შეწყვეტა
  • ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება
  • მოწევა
  • არარაციონალური კვება და სხვ.

ხშირად ფიბრომიომა ვითარდება სხვა დაავადების ფონზე, კერძოდ – ენდოკრინული დარღვევების, სიმსუქნის, სარძევე ჯირკვლების დაავადების, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს.

განსხვავება მიომასა და ფიბრომიომას შორის

მიომა ვითარდება საშვილოსნოს კუნთოვანი ქსოვილიდან. ფიბრომა წარმოიქმნება ფიბროზული, ან შემაერთებელი ქსოვილიდან. ფიბრომიომა კი შედგება ერთდროულად როგორც კუნთოვანი, ასევე ფიბროზული ქსოვილისაგან. ცალკე გამოყოფენ ლეიომიომას, რომელიც შედგება გლვკუნთოვანი უჯრედებისაგან.

საშვილოსნოს ფიბრომიომების კლასიფიკაცია

ფიბრომიომა შეიძლება იყოს:

  • ერთეული
  • მრავლობითი

განლაგების მიხედვით ფიბრომიომა შეიძლება იყოს:

  • სუბმუკოზური – ვითარდება საშვილოსნოს ღრუში და ხშირად აქვს წვრილი ფეხი; შეიძლება ჩაეშვას საშვილოსნოს ყელში და საშოში
  • ინტრამურალური (ინტერსტიციური) – წარმოიქმნება და იზრდება საშვილოსნოს კუნთოვან შრეში.
  • სუბსეროზული – წარმოიქმნება საშვილოსნოს გარეთ და გამოდის მუცლის ღრუში
  • ინტრალიგამენტური – იზრდება იოგებშორის სივრცეში
  • ყელის – ვითარდება საშვილოსნოს ყელის მახლობლად

განსაკუთრებით ხშირია ინტრამურალური და სუბმუკოზური ფორმები, დანარჩენები შედარებით იშვიათად გვხვდება

სიმპტომები

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს უსიმპტომოდ და ვლინდება როცა სიმსივნე უკვე დიდი ზომისაა. საშვილოსნოს ფიბრომიომის სიმპტომებია:

  • ტკივილი და სიმძიმის გრძნობა მუცლის ქვედა ნაწილში
  • გავრცელებული ტკივილები წელისა და დუნდულოების მიდამოში
  • არარეგულარული მენსტრუაციები
  • მცირე ან პირიქით – ჭარბი მენსტრუალური სისხლდენები
  • საშვილოსნოსმიერი არაციკლური სისხლდენები
  • ხშირი შარდვა, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნებები
  • შეკრულობები, ტკივილი დეფეკაციის დროს.

ზუსტი დიაგნოზის დადგენა ხდება ულტრაბგერითი კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ანალიზების საფუძველზე, ვინაიდან მსგავსი სიმპტომები დამახასიათებელია სხვა გინეკოლოგიური და ზოგადი დაავადებებისათვის.

მკურნალობა

ფიბრომიომის მკურნალობა თითოეულ კერძო შემთხვევაში ინდივიდუალურია. ეს დამოკიდებულია სიმსივნის ზომაზე, კვანძების რაოდეობაზე, მათ განლაგებაზე, სიმპტომებზე, მომიჯნავე ორგანოების მდგომარეობაზე.
მკურნალობა გულისხმობს, როგორც კონსერვატიულ, ასევე ქირურგიულ მეთოდებს. ზოგჯერ ირჩევენ დაკვირვების ტაქტიკას – როცა სიმსივნე მცირე ზომისაა და გამოვლინდა ორსულობის დროს.

კონსერვატული მკურნალობა ინიშნება:

  • მცირე ზომის სიმსივნის დროს – დაახლოებით 12 კვირამდე
  • ინტრამურალური და სუბსეროზული სიმსივნის დროს
  • უსიმპტომო ან მცირესიმპტომიანი მიმდინარეობის დროს
  • ორსულობის დაგეგმვისას

მედიკამენტოზური მკურნალობის ძირითადი მიზანია შენელდეს სიმსივნის ზრდ,ა შემცირდეს ზომაში. ინიშნება ჰორმონული პრეპარატები. ასევე რეკომენდებულია  დამატებითი  კვლევები. ხშირად ვლინდება ენდოკრინული დარღვევები და სხვა დაავადებები, რომლებიც ასევე საჭიროებენ სპეციფიკურ მკურნალობას.

ქირურგიული მკურნალობა

ქირურგიული ჩარევის ჩვენებებია:

  • ფიბრომიომის ზომა 13 – 14 კვირის
  • ფიბრომიომის ზრდა საშვილოსნოს ღრუში (სუბმუკოზური)
  • ახალწარმონაქმნის სწრაფი ზრდა
  • მუდმივი ტკივილები
  • ზეგავლენა მომიჯნავე ორგანოებზე
  • მედიკამენტოზური მკურნალობის არაეფექტურობა
  • ორსულობის დაგეგმვა

გართულებები

არსებობს შემდეგი რისკები:

  • საშვილოსნოს ძლიერი სისხლდენა
  • სისხლძარღვების გასკდომა და სისხლდენა მუცლის ღრუში
  • ზეწოლა მომიჯნავე ორგანოებზე
  • სისხლძარღვების გადაკვანძვა და ნეკროზის განვითარება
  • ფიბრომიომის ფეხის გადაგრეხა და ჰემორაგიული ინფარქტის განვითარება
  • უნაყოფობა
  • აბორტი
  • ნაადრევი მშობიარობა

ჩამოთვლილი გართულებები საკმაოდ სერიოზულია და საჭიროებენ გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას. პრევენციიისათვის აუცილებელია გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი და მკურნალობის ჩატარება.

პროფილაქტიკა

სპეციალისტების რჩევებია:

  • ჰორმონული ფონის კონტროლი
  • გინეკოლოგის მეთვალყურეობა პრედმენოპაუზის დროს
  • სხეულის მასის კონტროლი
  • ბალანსირებული კვება
  • მავნე ჩვევებისგან უარის თქმა
  • ორალური კონტრაცეპტივების მიღება მხოლოდ ექიმის კონტროლით
  • ყველა დაავადების დროული მკურნალობა
  • წელიწადმი ერთხელ პროფილაქტიკური გამოკვლევა გინეკოლოგთან – მხოლოდ ასე შეიძლება სიმსივნის აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე. წყარო: http://gineco.ru/zabolevaniya/fibromioma-matki-fibroma-i-leyomioma/

ფიბრომიომა ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


სოც.ქსელები: 1 ,

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian