ფიშერ – ევანსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფიშერ – ევანსის სინდრომი – (J. A. Fisher; R. S. Evans. ამერიკ. ექიმები; სინ.: ევანსის სინდრომი) აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიისა და აუტოიმუნური თრომბოციტოპენიის შერწყმა. გამოყოფენ ფიშერ – ევანსის სინდრომის სიმპტომატურ და იდიოპათურ ფორმებს. სიმპტომატური ფორმა აღინიშნება ქრონიკული ჰეპატიტის, სისტემური წითელი მგლურას, ქრონიკული ლიმფოლეიკოზის, ლიმფომის, სარკომის, ლიმფოგრანულომატოზის, რევმატოიდული ართრიტის, ტუბერკულოზისა და სხვ. დროს. კლინიკური სურათი ხასიათდება ანემიით, მაღალი რეტიკულოციტოზით და არაპირდაპირი ჰიპერბილირუბინემიით, რომელიც შერწყმულია თრომბოციტოპენიასთან, ანუ სიმპტომებთან, რომლებიც დამახასიათებელია აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიისა და თრომბოციტოპენიური პურპურისათვის. ავადმყოფები დაავადების დასაწყისში უჩივიან  ტკივილს სახსრებში, მუცელში, სუბფებრილურ ტემპერატურას, მოგვიანებით ამ სიმპტომებს უერთდება სისუსტე და ქოშინი, კანზე ჰემორაგიები, სისხლჩაქცევები პირის ღრუს ლორწოვანში, კონიუნქტივაში; აღინიშნება სისხლდენები ცხვირიდან და საშვილოსნოდან. რიგ ავადმყოფებში ანემია და თრომბოციტოპენია ვითარდება ერთდროულად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook