ფოგტ – კოიანაგის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფოგტ – კოიანაგის სინდრომი – (A. Vogt, შვეიცარელი ოფთალმოლოგი; Y. Koyanagi, იაპონელი ოფთალმოლოგი; სინ.: ნეიროდერმატოუვეიტი, ხარადის დაავადება, კოიანაგის სინდრომი) უცნობი ეტიოლოგიის სიმპტომოკომპლექსი, რომელშიც შედის თვალის (უვეიტი), კანისა და თმის (ვიტილიგო, გაჭაღარავება, გამელოტება), ასევე შიგნითა ყურის (დიზაკუზია) დაზიანება. საწყის (მენინგეალურ) პერიოდში აღინიშნება თავის ტკივილი, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მომატება,  მხედველობის დაქვეითება. 15 – 30 დღის შემდეგ ვითარდება ძირითადი სიმპტომი – მწვავე ან ქრონიკული ორმხრივი უვეიტი, რომელიც შესაძლოა გართულდეს ბადურას აშრევებით, ბროლის შემღვრევით, გლაუკომით (ოფთალმოლოგიური პერიოდი); ყოველივე ამას თან ახლავს სმენის დაქვეითება. შემდგომში უვეიტის რეგრესის ფონზე ვლინდება წამწამებისა და თმების გაჭაღარავება, გამელოტება და სიმეტრიულად განლაგებული ვიტილიგოს უბნები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook