ფრიტცშე – კლებსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფრიტცშე – კლებსის სინდრომი – ძირითადი ნიშანია აკრომეგალია. დაავადებას საფუძვლად უდევს ჰიპოფიზის მიერ სომატოტროპული ჰორმონის ჭარბი პროდუქცია ჰიპოფიზის წინა ნაწილის ჰიპერპლაზიის ან ადენომის  ნიადაგზე. დამახასიათებელია ხელის მტევნების, ფეხის ტერფების, ცხვირის, ტუჩების, ქვედა ყბის და შინაგანი ორგანოების გადიდება. თუ დაავადება განვითარდა ზრდის დასრულებამდე, ვითარდება გიგანტიზმი. შესაძლოა სხვა ჰორმონული ძვრებიც, რომლის კლინიკური ნიშნებია: იმპოტენცია, ფემინიზაცია ან მასკულინიზაცია, ჰიპერგლიკემია, სინონიმები: მარის სინდრომი, მარი – ლერის სინდრომი, რეკლინგჰაუზენის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..