პერიოდული სუნთქვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პერიოდული სუნთქვა – სუნთქვის რიტმის დარღვევა, რომელიც ხასიათდება გაძლიერებული სუნთქვისა და აპნოეს პერიოდების მონაცვლეობით; აღენიშნებათ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს. მასში შედის ჩეინ – სტოქსის სუნთქვა, რომლის დროსაც სუნთქვის თანდათანობითი გაძლიერების პერიოდები იცვლება სუნთქვის შესუსტებით, ხოლო შემდგომ – აპნოეს პაუზით, და კლასტერული სუნთქვა, რომელიც ხასიათდება ჰიპერვენტილაციის ხანმოკლე პერიოდებით, რომელთა შორის აღინიშნება აპნოე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა