პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმა – წარმოიქმნება ათეროსკლეროზის, ტრავმების, ზოგჯერ სისხლძარღვის ეროზიის შედეგად. შესაძლებელია თანდაყოლილი ანევრიზმები. იშვიათად პერიფერიული არტერიების ანევრიზმა ლოკალიზებულია ვისცერულ არტერიებში, თავის ტვინის არტერიებში. სიმპტომები, მიმდინარება. დამახასიათებელია კიდურის ან ორგანოს პერიფერიული ნაწილების არტერიული სისხლმიმოქცევის მოშლა. ამავე დროს შესაძლებელია ვენური სისხლმიმოქცევის დარღვევაც ანევრიზმის ზეწოლის შედეგად ვენებზე. ანევრიზმის ხანგრძლივი არსებობის დროს შესაძლებელია მეზობელი ორგანოების ზეწოლისა და გადანაცვლების სიმპტომები, მათი ფუნქციის დარღვევით. ადგილობრივად აღინიშნება პულსირებადი ორგანო ტიპიური სტენოზური შუილით. დიაგნოზი დასტურდება ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიით, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ანგიოგრაფიით. გართულებები: სისხლძარღვის პერიფერიული ნაწილების თრომბოზები და ემბოლიები, ანევრიზმის გასკდომა სისხლდენით. ანევრიზმის დიამეტრის გადიდებასთან ერთად მატულობს მისი გასკდომის საშიშროება. მკურნალობა. ანევრიზმის გადიდების, თრომბ – ემბოლიების გართულებებისა და მისი გასკდომის საშიშროების დროს ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა. ოპერაციის ხასიათი დამოკიდებულია ანევრიზმის ლოკალიზაციაზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა