პეჯეტის დაავადება I

პეჯეტის დაავადება I – (J. Paget, ინგლ. ქირურგი და პათოლოგი; სინ.: მადეფორმირებელი ოსტოზი, მადეფორმირებელი ოსტიტი, ფიბროზული ოსტეოდისტროფია, მადეფორმირებელი ოსტეოდისტროფია) ჩონჩხის დისპლაზიური ხასიათის დაავადება, მისი პათოლოგიური გარდაქმნის განვითარებით, რაც იწვევს ჩონჩხის დამახასიათებელ დეფორმაციას. ცვლილებები შესაძლებელია განვითარდეს ჩონჩხის ერთ ან რამდენიმე ძვალში, მაგრამ არასოდეს არა აქვს გენერალიზებული სახე. პროცესის განსაკუთრებით ხშირი ლოკალიზაციაა მენჯი, ხერხემალი, თავის ქალა, ბარძაყისა და დიდი წვივი ძვლები. დაავადება ხშირია 40 წლის ასაკის ზემოთ; ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს უსიპტომოდ. დაავადების დასაწყისში აღინიშნება ტკივილები ძვლებში და სახსრებში. შორს წასულ შემთხვეევბში ვითარდება ძვლების დეფორმაცია. ჩონჩხის დაზიანება ხშირად ასიმეტრულია. გრძელი ლულისებრი ძვლები მსხვილდება, რკალისებურად იღუნება. თავის ქალა დიდდება ზომებში თაღისა და ფუძის ძვლების გასქელების ხარჯზე. დამახასიათებელია რბილი ქსოვილების ჰიპერთერმია ავადმყოფი ძვლის ზემოთ და კანქვეშა სისხლძარღვების გაფართოება. შორს წასულ შემთხვევებში ვითარდება სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა, კოჭლობა.