პიკის ფსევდოციროზი (ღვიძლის)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პიკის ფსევდოციროზი (ღვიძლის) – (F. Pick, ჩეხი ექიმი; სინ.: პიკის სინდრომი) კლინიკურ – მორფოლოგიური სინდრომი, რომელიც ხასიათდება პორტული ჰიპერტენზიით, ღვიძლის ვენების გაფართოებით, ასციტით, ღვიძლის ზომიერად გამოხატული ფიბროზით; აღინიშნება კონსტრიქციული პერიკარდიტის დროს, ქვედა ღრუ ვენებზე ზეწოლით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა