პილოსებოცისტომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პილოსებოცისტომატოზი – (ლათ. Pilus თმა + sebum ცხიმი + ბერძ. kystis ბუშტუკი + – oma სიმსივნე + osis) დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხიმოვანი ჯირკვლების მრავლობითი კეთილთვისებიანი ცისტების არსებობით; გვხვდება იშვიათად, ძირითადად მამაკაცებში. წარმოიქმნება ეპიდერმისის მემკვიდრეობითი ნევოიდური დისპლაზიითა და წარმოადგენს ცხიმის ჯირკვლების ან მათი გამომტანი სადინრების კანქვეშა ცისტებს. დაავადება ვითარდება ადრეულ ბავშვობის ასაკში ან სქესობრივი მომწიფების პერიოდში და ხასიათდება ნახევრადგამჭირვალე კვანძების (ცისტების) წარმოქმნით, მრგვალი ან ოვალური ფორმის, რბილი, ელასტიკური კონსისტენციით. ცისტები ლოკალიზებულია მკერდზე, ზურგზე, მხრებზე, ბარძაყებზე, წინამხრებზე. სუბიექტური შეგრძნებები არ აღინიშნება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა