პინოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პინოციტოზი – (pinocytosis ბერძნ.piein, pino – ვსვამ, ვიწოვ და cytos – უჯრედი) უჯრედის მიერ სითხის და თხიერ მდგომარეობაში მყოფი და მაკრომოლეკულური ნაერთების შეწოვა გარემოდან. პინოციტოზის მექანიზმი შეიცავს შემდეგ ფაზებს: 1. გარეთა ციტოპლაზმურ მემბრანაზე ღრმულებიანი ნაკეცების წარმოქმნა (ცავეოლაე ცალლულარეს – უჯრედის ორმოები); 2. ამ ნაკეცების სიღრმეში სითხის წვეთების წატაცება; 3. ე.წ.პინოციტოზური ბუშტუკების წარმოქმნა მათი შემდგომი გადაზონრვით უჯრედის ზედაპირიდან; 4. პინოციტოზური ბუშტუკების (vesicula pinocytotica) ჩათრევა ციტოპლაზმაში ვაკუოლების წარმოქმნით. ეს მოვლენა პირველად აღწერა ლუისმა (1931), თუმცა პინოციტოზის მექანიზმი გასაგები გახდა მხოლოდ უკანასკნელ წლებში ელექტრონულმიკროსკოპული გამოკვლევების მეოხებით. პინოციტოზს დიდი მნიშვნელობა აქვს უჯრედში ნივთიერებათა მოხვედრის პროცესებისათვის და ნივთიერებათა უჯრედშიგა მონელების დროს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)  უჯრედის მიერ გარემოდან სითხის აქტიურად შთანთქმა, ციტოპლაზმაში ბუშტუკების წარმოქმნით, რომლებიც შეიცავენ სითხეს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა