პირველადი გვერდითი სკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პირველადი გვერდითი სკლეროზი – ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადება: მამოძრავებელი ნეირონების დაავადების ვარიანტი, რომლის დროსაც ზიანდება მხოლოდ ცენტრალური მამოძრავებელი ნეირონები და პირამიდული ტრაქტები. ვლინდება სპასტიური ტეტრაპარეზით ან ქვედა პარაპარეზით. განსხვავებით გვერდითი ამიოტროფული სკლეროზისაგან, არ აღინიშნება ზურგის ტვინის წინა რქების პერიფერიული მამოძრავებელი ნეირონების კლინიკური ან ელექტრომიოგრაფიული ნიშნები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა