პირველი რიგის სპერმატოზოიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პირველი რიგის სპერმატოზოიდები – (spermatozoida primaria ბერძნ. sperma – თესლი, zoon – ცხოველი და eidos – მსგავსი სინ. პირველადი სპერმატოციტები) განვითარებადი მამრობითი სასქესო უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან სპერმატოგონიებიდან და სპერმატოგენეზის ზრდის პერიოდში არიან, შეიცავენ ქრომოსომების დიპლოიდურ ნაკრებს. სპერმატოგონიებისაგან განსხვავებით, ისინი მიტოზურად აღარ იყოფიან. პირველი რიგის სპერმატო­ციტების ზომა ზრდის პროცესში დაახლოებით 2 – 4 – ჯერ მატულობს. ამ უჯრედების ბირთვებში ვლინდება ქრომოსომები, რაც მოწმობს მეიოზის პროფაზის დაწყებას. ზრდის პერიოდის პირველი რიგის სპერმატოციტები იწყებს მომწიფების 1 – ელ გაყოფას (მეიოზური, რედუქციული გაყოფა), რის შედეგად პირველი რიგის თითოეული დიპლოიდური სპერმატოციტიდან ვითარდება მეორე რიგის ორი ჰაპლოიდური სპერმატოციტი, რომლებსაც უწოდებენ აგრეთვე პრესპერმატიდებს. ტერმინი „სპერმატოციტი“ შემოიღო გეორგემ (1886). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა