პირველი რიგის სხეულაკი მიმართებითი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პირველი რიგის სხეულაკი მიმართებითი – / სინ.პირველი რე­დუქციული სხეულაკი, პირველი პოლარული სხეულაკი, პოლოციტი / – წვრილი აბორტული უჯრედი, რომელიც წარმოიქმნება მეორე რიგის ოოციტთან ერთად პირველი რიგის ოოციტის გაყოფის დროს. მიმართებითი სხეულაკი შემდგომში შეიძლება გაიყოს მიტოზით და წარმოიქმნას მეორადი ორი მიმართებითი სხეულაკი, რომლებიც მალე იღუპებიან. ტერმინი „მიმართებითი სხეულაკი“, რომელიც შემოიღო მიულერმა (1848), ასახავს კვერცხუჯრედის ერთ – ერთ პოლუსზე ამ უჯრედების განლაგების ფაქტს მასში სპერმატოზოიდის ჩანერგვის ადგილისადმი გარკვეული ფარდობით. მაგრამ დადგენილია, რომ ამ უჯრედებს არ ახასიათებს სპერმატოზოიდების „მიმმართველი“ არავითარი მოქმედება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა