პიროვნული კითხვარები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პიროვნული კითხვარები – (ფსიქოლოგია) მეთოდური საშუალებების ერთობლიობა პიროვნების ცალკეული თვისებებისა და გამოვლინებების შესასწავლად და შესაფასებლად. თითოეული მათგანი წარმოადგენს სტანდარტულ ანკეტას, რომელიც შედგება წინადადებათა კრებულისაგან, რომლებსაც ინფორმანტი შესაძლოა დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს. ანკეტაში კითხვარები შესაძლოა ფორმულირებული იყოს, რომ მასზე პასუხის გაცემისას ინფორმანტმა ექსპერიმენტატორს გააცნოს თავის განწყობილება, სხვადასხვა სიტუაციებში მოქმედების ტიპიურ ფორმები, შეაფასოს თავისი პიროვნება სხვადასხვა კუთხით. პიროვნული კითხვარები საშუალებას იძლევა მივიღოთ ინფორმაცია, რომელიც ახასიათებს გამოსაცდელ პიროვნებას ფართო დიაპაზონში – მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან, მორალურეთიკურ და საზოგადოებრივ შეხედულებებამდე. პიროვნული კითხვარი იქმნება ერთი ან რამდენიმე დადგენილი სკალის ბაზაზე. კითხვები ჯგუფდება იმგვარად, რომ მათზე გაცემული პასუხები საშუალებას იძლევა შევაფასოთ ინდივიდის რაიმე თვისება ან მდგომარეობა. ეს დაჯგუფებული პასუხები, რომლებსაც სკალები ეწოდება, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან პიროვნების შესასწავლი თვისებების დასახელებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა