პლაზმოგენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პლაზმოგენები – (plasmogena იხ. პლაზმა და ბერძნ. genos – წარმომქმნელი) ერთეულები მემკვიდრეობითი მასალისა, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ციტოპლაზმაშია ლოკალიზებული. გამოთქ­მულია მოსაზრება, რომ პლაზმოგენებს, ბირთვული გენების მსგავსად, მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემისა და ავტორედუპლიკაციის უნარი აქვთ. ვარაუდობენ, რომ არსებობს ორი ჯგუფის პლაზმოგენები; ზოგიერთი მათგანი ხვდება ციტოპლაზმაში უჯრედის ბირთვიდან, ზოგიერთი კი ციტოპლაზმური წარმოშობისაა და, მაშასადამე, ბირთვზე არ არის დამოკიდებული. პლაზმოგენების ბუნება ჯერ არ არის ცნობილი. ტერმინი შემოიღო დარლინგტონმა (1939). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა