პლაზმოდესმოსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პლაზმოდესმოსები – (plasmodesmi იხ.პლაზმა და ბერძნ.desmos – კავშირი) – ციტოპლაზმური შეერთება მეზობელ უჯრედებს შორის, რომელთაც უჯრედშორისი ხიდების სახე აქვთ. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემების თანახმად, თითოეული უჯრედის ციტოპლაზმა პლაზმოდესმოსების შემადგენლობაში შემოსაზღვრულია ციტოპლაზმური მემბრანით და არ გადადის განუწყვეტლივ ერთი უჯრედიდან მეორეში. პირველად პლაზმოდესმოსები მცენარეულ უჯრედებში აღწერა ი.ნ.გოროჟანკინმა (1881). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა