პლასტოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პლასტოსომები – (plastosoma ბერძნ.plastos – გამოძერწილი და soma, somatos – სხეული) მოძველებული ტერმინი, რომელსაც წინათ ხმარობდნენ მიტოქონდრიების აღსანიშნავად. მიტოქონდრიებს პლასტოსომები უწოდეს იმ დაუმტკიცებელი მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიხედვით ეს ორგანოიდი უშუალოდ მონაწილეობს მორფოგენეტიკურ პროცესებში მისი გარდაქმნით, მაგალითად, მიო – ან ნეიროფიბრილებად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა