პლექსოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პლექსოპათიები – 1. ნერვული წნულების დაზიანება (კისრის, მხრის და გავა – წელის). ხშირად გვხვდება მხრის წნულის დაზიანება. ეტიოლოგია. ტრავმა (მშობიარობა, მხრის სახსრის ამოვარდნილობა, საავტომობილო კატასტროფა და სხვ.), ინფექცია (herpes zoster), ავტოიმუნური დარღვევები (შრატის შეყვანა), სიმსივნეები, რადიაცია, გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომი. კლინიკა. გამოყოფენ მხრის პლექსოპათიის სამ სახეს. С5 და С6 ფესვების დაზიანების დროს წარმოიქმნება ერბის სინდრომი: დელტისებური კუნთის დამბლა (ხელის განზიდვის შეუძლებლობა), ორთავა კუნთის და სუპინატორული კუნთის დამბლა (წინამხრის მოხრის შეუძლებლობა), ქედზედა და ქედდქვედა კუნთების დამბლა (გარეთა როტაციის შეუძლებლობა, m. biceps რეფლექსის შეუძლებლობა, მხრის ზედა გარეთა ნაწილის ანესთეზია). C8 და D1 ფესვების დაზიანების დროს წარმოიქმნება დეჟერინ – კლიუმპკეს სინდრომი: მტევნების დამბლა, გორნერის სინდრომი. მხრის წნულის ტოტალური დაზიანების დროს ვითარდება კუნთების დამბლა მხრის სარტყლის და მთლიანი ხელის და ამავე ზონებში მგრძნობელობის მოშლა. მხრის პლექსოპათიის ერთ – ერთი ვარიანტია ნევრალგიური ამიოტროფია: მკვეთრი ტკივილებს მოჰყვება ზედა კიდურების პროქსიმალური ნაწილების მასიური ატროფული დამბლა. სავარაუდოდ ავტოიმუნური გენეზია ამ დაავადების გენეზი.  ნერვული წნულის დაზიანება, რომელიც წარმოქმნილია ზურგის ტვინის ნერვების წინა ტოტებით; ვლინდება მგრძნობიარე, მამოძრავებელი და ტროფიკული დარღვევებით. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება მხრისა და გავა – წელის წნულები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა