პნევმორეტროპერიტონეუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პნევმორეტროპერიტონეუმი – (ბერძ. Pneuma ჰაერი + ლათ. Retro უკან + ლათ. Peritoneum მუცლის აპკი, პერიტონეუმი; სინ.: პრესაკრალური ემფიზემა, რეტროპნევმოპერიტონეუმი) რეტროპერიტონეული სივრცის აირით გავსება. ხელოვნურ პნევმორეტროპერიტონეუმს მიმართავენ დიაგნოსტიკური მიზნით. იშვიათად აირი შესაძლოა მოხვდეს რეტროპერიტონეულ სივრცეში ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა