პოლარიზაციული მიკროსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოლარიზაციული მიკროსკოპია – პოლარიზაციულ მიკროს­კოპში უჯრედთა და ქსოვილთა სტრუქტურების გამოკვლევის მეთოდი. ამ მიკროსკოპში სინათლის კონა ორ სხივად იშლება, რომლებიც პოლარიზებული არიან ურთიერთპერპენდიკულარულ სიბრტყეებში. მოლეკულების ზუსტი ორიენტაციით სტრუქტურებში გავლის დროს სხივებს აგვიანდება ერთმანეთის მიმართ მათი არაერთნაირი განლაგების გამო. ამ დროს ფაზათა ძვრა გამოსაკვლევი სტრუქტურების ორმაგი სხივთტეხის მაჩვენებელია, რომელიც ახასიათებს, მაგ., მიოფიბრილებს, აქრომატული თითისტარას ძაფებსა და სხვ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა