პოლისაპრობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოლისაპრობები – (პოლი…, ბერძნ. sapros – დამპალი და bios – სიცოცხლე), ორგანიზმები, რომლეიც ბინადრობენ ორგანული ნივთიერებებით გაბინძურებულ წყალში. პოლისაპრობების საარსებო გარემოში ბევრია ცილები და პოლიპეპტიდები, აგრეთვე ნახშირწყლები, ცოტაა ჟანგბადი, დაგროვილია ნახშირორჟანგი, გოგირდწყალბადი, მეთანი. ტიპურ პოლისაპრობებს ეკუთვნის ზოგი ბაქტერია, შოლტოსანი, ინფუზორია. პოლისაპრობებს შორის ბევრია საპროფიტი, მ. შ. ბაქტერიები და მათი მომხმარებლები. პოლისაპრობების მნიშვნელობა მეტად დიდია, ისინი ხრწნიან ორგ. ნივთიერებებს და ბიოლოგიურად წმენდენ ჩამდინარე წყალს. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა