პორტალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პორტალი – (ინტ.) portal ვებ – საიტი, ორგანიზებული სხვადასხვა რესურსებისა და სერვისების სისტემური მრავალდონიანი გაერთიანების სახით. პორტალი საშუალებას აძლევს მომხმარებელს: მიიღოს ოპერატიული ცნობები (ახალი ამბები, სპორტი, ფინანსური ინდექსები, ამინდი და ა.შ.) ; მონახოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო თემებზე (თემატური რუბრიკატორის ან ძიების სისტემის დახმარებით) ; ისარგებლოს ვებ – აუქციონების, ელექტრონული შოპინგისა და შეკვეთის სერვისებით (ავიაბილეთების, სასტუმროს, და ა.შ.), უფასო ელექტრონული ფოსტითა და ვებ – სივრცით, დაამყაროს ურთიერთობები სიახლეთა ჯგუფების, განცხადებათა დაფებისა და ჩეთ – სეანსების დახმარებით. ასეთ, „ზოგადი“ ტიპის პორტალებს, ორგანიზაციის ჰორიზონტალური სტრუქტურა გააჩნიათ (აერთიანებენ რამდენიმე თემატურ მიმართულებას) და აქვთ მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მიზიდვის უნარი, რაც, თავის მხრივ, პორტალს საშუალებას აძლევს შეაგროვოს ინფორმაცია მათი ინტერესების შესახებ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა