პოსტგასტრორეზექციული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოსტგასტრორეზექციული სინდრომი – 1. (ლათ. Post შემდეგ + ბერძ. Gaster კუჭი + ლათ. Resectio მოკვეთა; სინ.: პოსტრეზექციული სინდრომი, აგასტრიული სინდრომი) დარღვევების კრებითი დასახელება, რომლებიც ვითარდებიან კუჭის 2/3 – 3/4 რეზექციიდან ან ვაგოტომიის და ანტრუმექტომიის შემდეგ შორეულ პერიოდში, ისეთი როგორიცაა დემპინგ – სინდრომი, ჰიპოგლიკემიური სინდრომი და სხვ. ყველა ისინი განიხილებიან როგორც ოპერაციის შედეგები, კუჭისა და ნაწლავის ფუნქციონირების ახალ პირობებთან დაკავშირებით.2.  კუჭ – ნაწლავის დისცირკულატორულ დარღვევათა კომპლექსი კუჭის რეზექციის ან გასტროექტომიის შემდგომ მოგვიანებით პერიოდში. ვლინდება ჭამიდან 10 – 15 წუთის შემდეგ (განსაკუთრებით რძის და ტკბილი საკვების მიღებისას) ძლიერი სისუსტით, შეხურებით, ოფლიანობით, თავის ტკივილით, გულის ფრიალით, კიდურების კანკალით, გულისრევით, პირღებინებით, წოლის აუცილებელი მოთხოვნილებით. ადგილი აქვს მაჯის აჩქარებას არტერიული წნევის შეცვლას, ცვლილებას ელექტროენცეფალოგრამაზე. სინონიმი: დემპინგ – სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა