პოსტვაქცინური ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოსტვაქცინური ენცეფალიტი – (სინ.: პოსტვაქცინური ენცეფალომიელიტი, პოსტვაქცინური ენცეფალოპათია) თავის ტვინის ალერგიული ბუნების იშვიათი დაზიანება, რომელიც ვითარდება ვაქცინაციის – ძირითადად ცოფის, ტკიპისმიერი ენცეფალიტის, ყივანახველის, დიფთერიის საწინააღმდეგო აცრების შემდეგ. პოსტვაქცინური ენცეფალიტი წარმოადგენს მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტის ერთ – ერთ ვარიანტს და მიეკუთვნება დემიელინიზირებად დაავადებათა ჯგუფს. პოსტვაქცინური ენცეფალიტი ვითარდება 1 – 2 კვირის შემდეგ ვაქცინაციიდან. ვლინდება ტემპერატურის მომატებით 39 – 400 – მდე, შემცივნებით, თავის ძლიერი ტკივილით, ღებინებით; ზოგჯერ სწრაფად ერთვის კლონური და ტონური კრუნჩვები, მენინგეალური სიმპტომები, ფსიქომოტორული აგზნება, ცნობიერების დარღვევები. ამ ფონზე წარმოიქმნება კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკა. დამბლას შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა ხასიათი. მძიმე მიმდინარეობის დროს პროგნოზი არაკეთილსაიმედოა; რიგ ავადმყოფებს აღენიშნებათ კლინიკური გამოვლინებების უკუგანვითარება და სრული გამოჯანმრთელება, ან რჩება მყარი პარეზები და დამბლები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა