ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
პოსტიქტალური მდგომარეობა – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება გენერალიზებული ტონურ – კლონური ეპილეფსიური შეტევების შემდეგ. ხასიათდება გონების თანდათანობითი დაბრუნებით. შესაძლებელია გამოვლინდეს ძილიანობით, დამუხრუჭებით, ცნობიერების დათრგუნვით და სხვ. ხშირად ვითარდება ღრმა ძილი, რის შემდეგაც ავადმყოფები გრძნობენ დამტვრეულობას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა