პოსტკომოციური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოსტკომოციური სინდრომი – 1. (ლათ. post შემდეგ + commotio შერყევა) გამაღიზიანებელი სისუსტის, ფიზიკური და ფსიქიკური გამოფიტვის, თავის ტკივილების, ვეგეტატიური დარღვევების (ოფლიანობა, სიხლძარღვოვანი დარღვევები), თავბრუსხვევის და სხვ. შერწყმა, რომელიც წარმოიქმნება ქალა – ტვინის დახურული ტრავმიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. 2. პოსტკომოციური სინდრომი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება ქალა – ტვინის მსუბუქი ტრავმის შემდეგ და ვლინდება თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, მეხსიერების დარღვევით, სწრაფი დაღლით, ძილის დარღვევით, გაღიზიანებადობით, დეპრესიით, აპათიით, ვეგეტატიური დისფუნქციით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა