პოსტტრავმატული ენცეფალოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოსტტრავმატული ენცეფალოპათია – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება მძიმე ან საშუალოდ მძიმე ქალა – ტვინის ტრვმის შედეგად, ნეიროფსიქოლოგიური და ქცევის დარღვევებით. მის სუბსტრატს წარმოადგენს ტვინის ნივთიერების კეროვანი და დიფუზური დაზიანება. ნეიროფსიქოლოგიური დარღვევების ხასიათი დამოკიდებულია დაზიანების ლოკალიზაციაზე და ტრავმის სიმძიმეზე. ხშირად ზიანდება მეხსიერება, აზროვნება, ავადმყოფი კარგავს საკუთარი მოქმდებების კონტროლის უნარს, რაც აიხსნება პროცესში შუბლის და საფეთქლის წილების ჩართვით. არც თუ იშვიათად აღინიშნება აგრეთვე ნევროლოგიური დარღვევები (პარეზები, ნათხემოვანი ატაქსია და სხვ.), ეპილეფსიური შეტევები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა