პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი – მდგომარეობა, რომლის დროსაც ტკივილი, რომელიც ავადმყოფს აღენიშნება ქოლეცისტექტომიამდე კვლავ რჩება ოპერციის შემდეგაც. პოსტქოლეცისტექტომური სინდრომის დროს საჭიროა განვასხვავოთ ჯგუფი დაავადებებისა, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულნი არიან ოპერაციულ ჩარევასთან, და დაავადებები რომლებიც არსებობდნენ ოპერაციამდე და შესრულებულ ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებულნი არ არიან. უკანასკნელ ჯგუფს შესაძლოა მივაკუთვნოთ: დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, გასტრიტი, წყლულისებრი დაავადება, პანკრეატიტი, კოლიტი, თირკმელების დაავადება, ფესვური სინდრომი და მრავალი სხვა. მძიმე ჯგუფს შეადგენენ ავადმყოფები, რომელთა ავადმყოფობა უკავშირდება ოპერაციულ ჩარევას. იტრაოპერაციული დიაგნოსტიკისა და ოპერაციის შესრულების ტექნიკის დეფექტებმა შესაძლოა გამოიწვიონ კენჭების დარჩენა ნაღვლგამომყოფ გზებში, ნაღვლგამომყოფი გზების ნაწიბუროვანი შევიწროება, ბუშტის სადინრის გრძელი ტაკვი, თირმეტჯოგა ნაწლავის დიდი დვრილის (ფატერის დვრილი) სტენოზი. გამოკვლევის ჩატარების ჩვენებაა ტკივილის სინდრომი ან მექანიკური სიყვითლე, ქოლანგიტი. ულტრაბგერითი, რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფიის, რიგ შემთხვევებში ქოლანგიოგრაფიის შემდეგ აზუსტებენ პათოლოგიის ხასიათს და ადგენენ აუცილებელი ოპერაციული ჩარევის სახეს. პროგნოზი უმრავლეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა: ავადმყოფის დეტალური გამოკვლევა ქოლეცისტექტომიამდე, ნაღვლგამომყოფი გზების ადექვატური ინტრაოპერაციული გამოკვლევა, ქოლეცისტექტომიის შესრულების სათანადო ტექნიკა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა