პოხიერი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოხიერი უჯრედები – (ჰეპარინოციტები – ლაბროციტი – labrocytus ქსოვილოვანი ბაზოფილი – basophilus textus) ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომლებიც ციტოპლაზმაში შეიცავენ ბაზოფილური ლეიკოციტების მარცვლოვანების მსგავს სპეციფიკურ ბაზოფილურ მარცვლოვანებას. პოხიერი უჯრედების გრანულები შეიცავს ჰეპარინს (აქედან სინ.ჰეპარინოციტები იხ.). ამ უჯრედებს პოხიერი ეწოდება ბაზოფილური მარცვლოვანებით მათი ციტოპლაზმის გადატვირთვის გამო. ტერმინი შეიმოიღო ერლიხმა (1877), რომლის გვარის მიხედვით პოხიერ უჯრედებს ერლიხის უჯრედებსაც უწოდებენ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  ადამიანისა და ცხოველების შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომლებიც გამოყოფენ ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ჰეპარინს, ჰისტამის, სეროტონინს და სხვ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა