პრეკოლაგენური ბოჭკოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პრეკოლაგენური ბოჭკოები – (fibrae precollagenae ლათ.pre – წინა და იხ.ბოჭკოები კოლაგენური) კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნის საწყისი სტადიის – არგიროფილური ბოჭკოების სახესხვაო­ბა. კოლაგენურ ბოჭკოებად გადაქცევის შემდეგ პრეკოლაგენური ბოჭკოები კარგავენ არგიროფილიას. ამ ბოჭკოების სტრუქტურული სუბერთეულებია 300 – 1500 Ao სისქის პროტოფიბრილები. მათ აქვთ განივი დახაზულობა ნათელი და მუქი ზოლების გამო, რომელთა პერიო­დულობა 640 Ao ფიბრილები, სინთეზდება ფიბრობლასტების ერ­გასტოპლაზ­მაში. უკანასკნელი მონაცემებით, ფიბრილების ჩამო­ყალიბება კი საწყისი ნივთიერების პოლიმერიზაციით ხორციელდება უჯრედების ზედაპირზე. პრეკოლაგენური ფიბრილების საბოლოოდ გარდაქმნა კოლაგენურ ბოჭკოებად მიმდინარეობს შემაერთებელი ქსოვილის უჯრედშუა ნივთიერებაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა