პროვიზორული ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პროვიზორული ორგანოები – (გერმ. Provisorisch – წინასწარი, დროებითი), ცხოველებისა და ადამიანის დროებითი ორგანოები, რომლებიც ასრულებენ ამა თუ იმ ფუნქციას ონტოგენეზის მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც განვითარდება იმავე ფუნქციის შემსრულებელი საბოლოო (დეფინიტური) ორგანოები, მოხდება პროვიზორული ორგანოების რედუქცია. პროვიზორული ორგანოები საბოლოო ორგანოებთან შედარებით უფრო სწრაფად ვითარდებიან და მარტივი აგებულებაც აქვთ. ამიტომაც მათი წარმოქმნა განპირობებულია ევოლუციის პროცესში გამომუშავებული შეგუებით. პროვიზორული ორგანოები უმეტესად ემბრიონულ და ლარვულ პერიოდში ვითარდება (იხ. ემბრიონული განვითარება, პოსტემბრიონული გავითარება, ლარვა). ზოგჯერ უფრო გვიანაც, სახელდობრ ყრმობის (იუვენილურ) პერიოდშიც. პროვიზორული ორგანოები უფრო ხშირად წარმოადგენენ ცენოგენეზებს, მაგრამ ზოგჯერ მათი არსებობა შეიძლება იყოს წინაპრული ნიშნების განმეორების (იხ. რეკაპიტულაცია) გამოვლენა. ლ. ნათაძე. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა